ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე მიწვეული იქნა ოპონენტის რანგში მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოლდოვეთში).
დოქტორანტ სვეტლანა კოჩიუს სადოქტორო ნაშრომის "Road Trauma and the Promotion of Preventive Behavior among the Population," დაცვა განხორციელდა 2023 წლის 12 დეკემბერს საერთაშორისო კომისიის წინაშე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის (რუმინეთი) წარმომადგენლები.
კვლევითი პროექტი შესრულდა და საერთაშორისო თანამშრომლობა დაიგეგმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე და დასახელებულ უნივერსტეტებში მიმდინარე NIH ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული iCREATE პროექტის ფარგლებში.